პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჟურნალისტმა თამუნა მუსეირძემ ცოტა ხნის წინ, ბიოლოგიური ოჯახი იპოვა და ამის შესახებ ინფორმაცია ფართო საზოგადოებას გაუზიარა. მანამდე რთული 8 წელი იყო. როგორც თავად ამბობს, იყო მკითხავებთანაც, რადგან ძებნის რთული პროცესი შედარებით გამარტივებოდა, თუმცა, უშედეგოდ.
„ცოდვა გამხელილი სჯობსო... რომ გავიგე აყვანილი ვიყავი, მკითხავებთან სიარული დავიწყე. ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე, მართლა ყველა ნათელმხილველთან, ტაროლოგთან, მკითხავთან ვიყავი. ყველასთან ვიყავი, ორად-ორი, ვინც გამომრჩა იყო ხაშურელი ვოვა და მარნეულელი ედგარა... მანამ, სანამ გავიგებდი რომ აყვანილი ვიყავი, მკითხავების მჯეროდა და დავიწყე სიარული, რომ გამეგო, ვინ იყო ჩემი მშობელი.
მინდა გითხრათ, რომ ვერავინ ვერაფერი მითხრა. ტყუილია, ხალხო, არ დაიჯეროთ. არ დაუჯეროთ არც ერთ მკითხავს, აგერ, მოსიარულე გამოცდილება გეუბნებათ, რომ ვერც ერთმა ვერაფერი მითხრა.
სანამ გავიგებდი, სულ თავიდან, ერთადერთმა მკითხავმა მითხრა, შენ აყვანილი ხარო... ის მერე მოვძებნე, ვიპოვე და ისეთი სისულელეები მითხრა... მივხვდი, რომ საიდანღაც ჰქონდა გეგებული ინფორმაცია და მანაც ტყუილი მითხრა.
თბილისში ხომ არ დამიტოვებია მკითხავი, კახეთი, სართიჭალა, მარნეული, ბათუმი... ყველგან ვიყავი და არც ერთის არ დაემთხვა. აქედან გამომდინარე, ესაა მოწოდება და შეგონება იმისა, რომ არ უნდა იაროთ მკითხავებთან.
ვერასდროს ვიფიქრებდი, მე, ადამიანი ნათელმხილველებს ლამის რომ უმეგობრდებოდა, ამას ვიტყოდი.
ერთადერთი ადამიანი, ასტროლოგი, რომელმაც ზუსტად მითხრა აბსოლუტურად ყველაფერი, ეს იყო ბრიჯიტი, ეს არ არის რეკლამა! გულიდან და სულიდან წამოსული რეკომენდაციაა. როდესაც ბიოლოგიურ მშობელზე ინფორმაცია მივიღე, პირველი ვისაც მივწერე, იყო ის. მან ჩახედა ჩარტს და მითხრა, ეს არის დედაშენიო,“ - იხსენებს თამუნა მუსერიძე.