25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1753008975
ყვარელში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 13 ადამიანი, ამ დრომდე, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება. მათ მრავლობითი დაზიანებები და მოტეხილობა აღენიშნებათ. ექიმების ინფორმაციით, გრძელდება შესაბამისი გამოკვლევები.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, ყვარელში, ნეკრესის მონასტრის მიმდებარედ მოხდა.
მიკროავტობუსს, რომლითაც ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ, საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციის, სამაშველო და სასწრაფო სამსახურის ჯგუფები.