როგორია კიკეთში დაჭრილების მდგომარეობა ამ დროისთვის

სასწრაფო

კიკეთში მომხდარი სროლის დროს დაჭრილი ორი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკის ექიმმა ჟურნალისტებთან განაცხადა, დაშავებულთაგან ერთ-ერთი კლინიკიდან უკვე გაეწერა.

„შემოყვანილია 2 პაციენტი კიკეთიდან, ორივე ქალბატონი. ერთის მდგომარეობა ამჟამად არის სტაბილური. ჩაუტარდა მას კვლევები, ჩაუტარდა ოპერაცია და ამჟამად მკურნალობას განაგრძობს ქირურგიულ განყოფილებაში. ჭრილობები ჰქონდათ მრავლობითი. მეორე ქალბატონის მდგომარეობა დასტაბილურდა მიმღებ განყოფილებაში. შესაბამისი კვლევების შემდეგ და პაციენტის მდგომარეობა იყო სტაბილური და ის გაწერილი იქნა ბინაზე", - განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ კიკეთში სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა. კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე სამართალდაცავებმა ერთი პირი დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236- ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.