პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გურიაში პიტბულის ჯიშის ძაღლის მიერ დაკბენილ 2 წლის ლაზარეს ამ წუთებშიც ოპერაცია უტარდება. ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკიდან ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს კერძო კლინიკა „კარაპს მედლაინში“, სადაც თავზე კანს გადაუნერგავენ. ექიმების თქმით, ოპერაციის შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 48 საათი, რომ დააკვირდნენ როგორ მიიღებს სხეული გადანერგილ კანს.
„აუცილებელი ჩარევა, რაც განხორციელდა პირველ ეტაპზე, ეს იყო კანის დაზიანებული უბნების მოცილება, ჭრილობის გასუფთავება, ამის ძირითადი მიზანი იყო მეორადი ინფექციისგან ბავშვის დაცვა. რისკი ამ ეტაპზე ინფექციის განვითარების ძვლის ინფექციის, სისტემური ინფექციის, არის მინიმუმამდე დაყვანილი. ახლა ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, წუხანდელმა ღამემ მშვიდად ჩაიარა და მშობლები აღნიშნავენ, რომ პირველი ღამე იყო, როცა ბავშვს წყნარად ეძინა, ტემპერატურა არ გვაქვს", - ამბობს იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე.
ლაზარეს ოპერაციის ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო დაფარავს. ოზურგეთის კლინიკაში რჩება მისი 5 წლის ძმაც, რომელსაც ფეხის არეში აქვს დაზიანება მიყენებული.
ასევე ნახეთ:
ელოდეთ სასწაულს შობისთვის: როგორ სიურპრიზს ამზადებს სამყარო მხოლოდ ამ ზოდიაქოს ნიშნებისთვის
2000 და 5000 ლარით დაჯარიმდება პირი, რომელიც ამ უკანონო საქმიანობას ჩაიდენს