როგორია ბათუმში დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა

klinika

ბათუმში დაჭრილ ახალგაზრდა კაცს ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა მძიმეა. კაცი რეანიმაციულ განყოფილებაში, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. 

„დასრულდა რამდენიმესაათიანი რთული ოპერაცია. პაციენტს მუცლის ღრუში სერიოზული დაზიანებები აღენიშნებოდა. ოპერაციის დასრულების შემდეგ მისი მდგომარეობა მძიმეა. კაცი რეანიმაციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ის მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება,“ – განაცხადეს კლინიკაში.

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე სროლის შედეგად 31 წლის კაცი დაჭრეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით დაიწყო - 19-108-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 108-236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება).