როგორია ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში - საკითხის შემსწავლელმა კომისიამ პირველი სხდომა გამართა

ჰაერი

როგორია ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში? - საკითხის შემსწავლელმა კომისიამ პირველი სხდომა გამართა, სადაც ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სხვადასხვა თემატური სახელმწიფო პროგრამა დაიგეგმა. შეხვედრაზე ჰაერის ხარისხის მართვის ეროვნული სისტემა, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები და მომავალი გეგმები განიხილეს.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ "ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ეროვნული კანონმდებლობა მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროკავშირის ანალოგიურ ჩარჩო კანონს.