„მოსალოდნელია დიდი მიწისძვრა... არსებობს კაშხლის ჩამონგრევის საფრთხე“ - მედიუმის გაფრთხილება
1754942485
აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი კვლავ მედიკამენტოზური ძილის ქვეშ რჩება. დაშავებულის მამიდის, ეკა თირქიას თქმით, ბიჭს ხვალ კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდება.
„ექიმები ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ როდის გამოაღვიძონ“- თქვა თირქიამ სააგენტო ინტერპრესნიუსთან.
ექიმის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით, ბიჭს თვალის კაკლების მთლიანობა შენახული აქვს. მისივე თქმით, პაციენტს თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა. მას შემდეგ ის მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება.
ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაშავებული 22 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.