როგორი იქნება რეაბილიტირებული მეტროსადგური „ვარკეთილი“

ვარკეთილი

თბილისის მერია მეტრო „ვარკეთილის“ რეაბილიტაციაზე ტენდერს აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსდა. შესყიდვის ღირებულება 7 057 389 ლარია.

სახელმწიფო შესყიდვაზე წინადადებების მიღება 16 თებერვალს იწყება და 21 თებერვალს სრულდება.

შემსყიდველმა კომპანიამ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტის სამუშაოები უნდა განახორციელოს.

რაც შეეხება ვადებს, გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, კონტრაქტორმა კომპანიამ მეტროს სრული რეაბილიტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში უნდა დაასრულოს. 

ცნობისთვის, მეტრო „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა.  2018 წლის 30 იანვარს კი რეაბილიტირებულ ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერი ჩამოინგრა.