როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ამინდი შემოდგომა

 21 ნოემბერს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +24 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი.

ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12. ბათუმშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი.

მზიანი ამინდი იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +25, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო დღეა სოხუმში. +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურშიც უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ასეთივე ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეშიც უნალექო დღეა. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება.

ნალექს არც ბორჯომში ელოდებიან. +20 იქნება დღისით, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიან ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +19 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო დღე იქნება, დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოშიც უნალექო ამინდი იქნება, დღისით +14, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღე იქნება თელავშიც, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა რუსთავში, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.