ინდოეთში ავიაკატასტროფის დროს ერთი მგზავრი გადარჩა - ახალი დეტალები
1749738363
11 ივნისს ივნისს ქუთაისში დღისით +33 და ღამით +20 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები უნალექო ამინდს ვარაუდობენ.
ოზურგეთშიც უნალექო ამინდია. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18. ბათუმში მზიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც მზიანი დღეა. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +32, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი დღეა სოხუმში. +29 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც მზიან დღეს ვარაუდობენ, დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზეა ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ჭიათურაში, დღისით +33 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეშიც მზეა. დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება.
ბორჯომში წვიმა იქნება. +28 დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში მზიანი დღეა, დღისით +32 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეს იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმიანი დღე იქნება, დღის განმავლობაში +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.
ომალოში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +22, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავში, +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +29 გრადუსი იქნება, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში წვიმს. დღისით +33 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება