თბილისში, 25 წლის ბიჭი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1734954637
როგორია ამინდებია მოსალოდნელი კვირის ბოლომდე საქართველოში - თემაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ „პრაიმტაიმთან“ ისაუბრა.
„საქართველოში ეს კვირა, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 8 ნოემბრიდან, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს და გამოიდარებს, თუმცა ღამით, ტემპერატურა დაიკლებს და მინიმალური ტემპერატურა, 3-დან 5 გრადუსამდე იქნება. ხოლო მთიან რაიონებში, ყინვაა მოსალოდნელი, -8 -დან -13 გრადუსამდე, დღისით კი ტემპერატურა +18 +20 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს რაც შეეხება, ღამის ტემპერატურა იკლებს და -6 -7 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით 15 გრადუსამდეა მოსალოდნელი, უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება 11-12 ნოემბრამდე“,- გვითხრა დოდო გვაზავამ.