როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში სანაპირო კურორტებზე – მეტეოროლოგის პროგნოზი

ამინდის პროგნოზი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს გვიზიარებს.

„უახლოეს დღეებში საქართველოში სიცხის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ძირითადად ღამის საათებში. მიუხედავად ამისა, მზიანი დღეების რაოდენობა ზაფხულის ბოლოსთვის მაინც მოიმატებს, რომელიც შეგვახსენებს, რომ ბედნიერება ისევ ჩვენს გვერდითაა.

დღის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში, ასევე სანაპირო კურორტებზე +30 გრადუსზე მაღალი იქნება ან მის სიახლოვეს.

გისურვებთ, რომ ყოველი მზიანი დღე გახდეს ბედნიერების სიმბოლო, ხანმოკლე წვიმა სუფთა სუნთქვის ნაზი შეხება და ზაფხულის სითბო – ძალისა და სიხარულის წყარო“, – წერს კობა ფარტენაძე.