ქართველი ტიკტოკერი ჩინური კლუბის ფეხბურთელებს, ბაზაზე ხინკლით გაუმასპინძლდა - „ყველას ძალიან მოეწონა, განსაკუთრებით, მწვრთნელებს“

მაგდა

პოპულარული ქართველი ინფლუენსერის, მაგდა მანაგაძის პირადი ცხოვრება სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით TikTok-ზე, საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს.

მაგდას მეუღლე ფეხბურთელია და წყვილი სოციალურ ქსელში აუდიტორიას ოჯახურ ცხოვრებასა და ყოველდღიურ ამბებს უზიარებს.

რატი არდაზიშვილმა საფეხბურთო კარიერა ჩინურ კლუბ „გუანგი ჰენგჩენში“ გააგრძელა, რის გამოც, ოჯახი საცხოვრებლად ჩინეთში გადავიდა. როგორც მაგდამ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აღნიშნა, ქალიშვილთან ერთად ჩინეთში უკვე სამი თვეა, რაც იმყოფება. საქართველოში დაბრუნებას კი ნოემბერში გეგმავენ, რის შემდეგაც კვლავ ჩინეთში გაემგზავრებიან.

მაგდა ცდილობს, ადგილობრივებს ქართული კულტურა და ტრადიციული სამზარეულო გააცნოს. როგორც მისი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოებიდან ჩანს, რატი არდაზიშვილის თანაგუნდელები ოჯახს ხშირად სტუმრობენ. ამჯერად, კი მაგდამ თავად მიაკითხა მათ ბაზაზე და ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული კერძით, ხინკლით გაუმასპინძლდა.

რამდენიმე წლის წინ, ვინმეს ჩემთვის რომ ეთქვა, მაგდა, შენ გაუკეთებ ხინკალს რატის მწვრთნელს ჩინეთშიო, ალბათ, სიცილით მოვკვდებოდი და ვერასდროს დავიჯერებდი - ზუსტად ეგ მოხდა, ამიტომ ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ ცხოვრება რას გვიმზადებს არასდროს ვიცით.

მე და ნიტა ბაზაზე მივედით, ფეხბურთელები სტადიონზე იყვნენ. გვინდა, ჩინელებს ქართული კულტურა და ჩვენი სამზარეულო გავაცნოთ. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ბაზაზე ფეხბურთელებისთვის და მწვრთელებისთვის ხინკალი მოგვემზადებინა. ცომი სახლში წინასწარ გავამზადე. 68 ცალი გამოვიდა, რადგან ბაზაზე მყოფმა მზარეულმა მოახვია როგორც დამფლინგი და 2 ცალი ჩაიშალა. 

ხალხი გაკვირვებული მიყურებდა, ვერ ხვდებოდა, რა იყო. მეუბნებოდნენ, ეს ვიცითო და მიმტკიცებდნენ, დამფლინგიაო. ზოგმა იკადრა და მიირთვა ჩხირით, ზოგმა ისიც კი იკადრა, რომ სოიოს სოუსში ჩაეწო... 

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დავიღალე, ძალიან ბედნიერი ვიყავი... ყველას ძალიან მოეწონა, განსაკუთრებით - მწვრთნელებს“, - ამბობს მაგდა მანაგაძე.