როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში - პროგნოზი

სიცხე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.

15 - 17 ივლისს დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს. 16-17 ივლისს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს.

თბილისში 12-14 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, დანარჩენ დღეებში კი დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.