პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი.
მათივე ცნობით, 23-24 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
„ჰაერის ტემპერატურა 21-22 აპრილს დაბლობსა და ბარში +19, +24 გრადუსი იქნება, ხოლო 23-24 აპრილს +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს. 25 აპრილს საქართველოს ცალკეულ რეგიონში სითბოს ფონზე ისევ გაწვიმდება. ქ. თბილისში 21-22 აპრილს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, 23-25 აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +23, +25 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება“,- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში