66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში, მთელი კვირის მანძილზე მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ წერს.
მისი პროგნოზით, მიმდინარე კვირა საქართველოში კვლავ არასტაბილური იქნება.
მიმდინარე კვირა საქართველოში კვლავ არასტაბილური იქნება, ძირითადად მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი და ხანმოკლე წვიმა. ერთადერთი გამონაკლისი იქნება ხვალ, სამშაბათს მთელს ქვეყანაში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის და ზეგ მოსალოდნელია მხოლოდ მცირე წვიმა.
დანარჩენ დღეებში, კვირის ბოლომდე, გაიზრდება ატმოსფერული არასტაბილურობა, შესაბამისად, იქნება უფრო გაურკვეველი ამინდის პირობები და ტემპერატურის მორიგი და აშკარა ვარდნა, რაც პრაქტიკულად მოიცავს მთელ ქვეყანას.
შესაბამისად ხუთშაბათიდან, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი იქნება პერიოდულად წვიმიანი, დღის მაქსიმალური ტემპერატურა ყოველდღე თითქმის ერთნაირი და დაბალი +16, +18 გრადუსი სითბო. გისურვებთ სასიამოვნო კვირას“,- წერს ფარტენაძე.
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში
1740342019