როგორი ამინდი იქნება 11 ივნისს საქართველოში

მზე და წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 ივნისს დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა.

ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +15, +20°, დღისით +29, +34°;

მთაში ღამით +11, +16°, დღისით +28, +33°; მაღალ მთაში ღამით +5, +10°, დღისით +25, +30°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.

ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +11, +16°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +25, +30°; მაღალ მთაში ღამით +6, +11°, დღისით +21, +26°.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ჰაერის ტემპერატურა: ღამით +15°, დღისით +33°.