„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 აგვისტოს 00:00-დან 02:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ გლდანში ქერჩის, კულა გლდანელის, ნასერალის ქედის, ფიროსმანის, კანდელაკის, მიდელაურის, ზაქარია მაისურაძის, ერმალოზ კობერიძის, მიქატაძის ქუჩებზე, თიანეთის გზატკეცილზე, ხოჭის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.

11 აგვისტოს 05:00-დან 06:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფლებში ცხვარიჭამია, ლელუბანი, წიწამური, გლდანი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.