10 წლის ბიჭის წამების საქმეზე ორი პირი დააკავეს – დანაშაულის დეტალები (უცხოეთი)

სირენა

შოკისმომგვრელი შემთხვევა დაფიქსირდა ფლორიდაში, სადაც სამართალდამცველებმა 36 წლის ტრეისი კრისპი და 23 წლის კევინ არმსტრონგი დააკავეს 10 წლის ბიჭის სასტიკი ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის გამო. შემზარავი ფაქტის დეტალები პოლიციამ გაავრცელა.

პოლიციის ინფორმაციით, წყვილი ბავშვს ფიზიკურად უსწორდებოდა და აიძულებდა, საკუთარი შარდი და განავალი ეჭამა.

წყვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბავშვმა სოციალურ მუშაკს გაუმხილა, თუ რას განიცდიდა ყოველდღიურად იმ სახლში, სადაც ტრეისი კრისპი მეურვედ ჰყავდა.

პოლიციის განცხადებით, ბავშვი რამდენიმე კვირის განმავლობაში განიცდიდა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას.

ბიჭმა თქვა, რომ სჯიდნენ საკვების არმიცემით, სცემდნენ სხვადასხვა საგნით, ხოლო „წესების დარღვევის“ შემთხვევაში აიძულებდნენ საკუთარი განავლისა და შარდის ჭამას და დალევას.

გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, ძალადობის ერთ-ერთი მძიმე ეპიზოდის დროს ბავშვს სახე გასვრილი ჰქონდა შარდით, ტანსაცმელი კი განავლით.

„ესაა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და შემაძრწუნებელი საქმე, რაც ბოლო წლებში გვქონია,“ – განაცხადა შერიფმა კენ მასკარამ. 

ადგილობრივმა სოციალური დაცვის სამსახურმა ბავშვი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა, სადაც შესაბამისი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება უტარდება.

ტრეისი კრისპსა და კევინ არმსტრონგს წაყენებული აქვთ ბრალდებები ბავშვზე ძალადობის, წამების და არასრულწლოვნის მიმართ არაადამიანური მოპყრობის მუხლებით. გამოძიება გრძელდება.