როგორ ვუშველოთ პასკის ცომს, თუკი არ ამოდის - უტყუარი მეთოდი

პასკა

პასკის გამოცხობა ყველამ სხვადასხვანაირად იცის. თუმცა ერთი დეტალი მნიშვნელოვანია - ცომი უნდა ამოვიდეს, რათა შემდეგი პროცესი დავიწყოთ. 

Gemrielia.ge-ის ჯგუფის წევრი ელგა ტაბატაძე გვიზიარებს მეთოდს, რომლის დახმარებითაც პასკის ცომს გააცოცხლებთ.

ჩემო ფუსფუსა დიასახლისებო, ძალიან ბევრი მწერს ჩემი ვიდეოს გაზიარების შემდეგ, სხვა რეცეპტებით მოზელილი გაციებული ცომი თუ როგორ გავათბოთ,ანუ როგორ ვუშველოთ.

1. თუ ცომი გაცივდა, შემოდგით ორთქლზე, გადაზილეთ სანამ არ შეთბება. 

2. 1 ჭიქა თბილ რძეს დავუმატოთ, 1 სკ საფუარი, 1 სკ შაქარი და იმდენი ფქვილი, რომმივიღოთ არაჟნის სისქის მასა. შევფუთოთ თბილად, ანუ გავაკეთოთ აპარა.

3. ამოდის 5 წუთში და შევაზილოთ „გაბუტულ ცომს“. დავდოთ თბილად, თან მოვეფეროთ, ასე მასწავლა ბებომ:სითბო და მოფერება უნდაო.