როგორ ცვლის Vision AI Companion ტელევიზორის ყურების გამოცდილებას

სამსუნგი

ალბათ, ხშირად ყოფილხარ ისეთ სიტუაციაში, როცა ფილმს უყურებ და უცებ გიჩნდება კითხვა - „სად გადაიღეს ეს ფილმი?“ ან „ვინ არის რეჟისორი?“ სანამ სმარტფონს მოძებნი, ის ჯადოსნური მომენტი იკარგება და ყურების რიტმიც ირღვევა. ტრადიციული ტელევიზორების ეპოქა დასასრულს უახლოვდება, რადგან Samsung-მა თამაშის წესები სრულად შეცვალა. ახალი Vision AI Companion (VAC) პლატფორმით, შენი ტელევიზორი ახლა მხოლოდ ეკრანი კი არა, შენი ინტელექტუალური თანამოსაუბრეცაა.

ძიება, რომელიც განწყობას კითხულობს

სასურველი ფილმის საპოვნელად მისი ზუსტი სახელის ცოდნა უკვე აღარ გჭირდება. ტრადიციული ხმოვანი ძიებისგან განსხვავებით, Samsung-ის ხელოვნურ ინტელექტს შენი სიტყვების კონტექსტი და განწყობაც კი ესმის. უბრალოდ უთხარი: „მაპოვნინე ფილმი, სადაც ბოლოს სამართლიანობა იმარჯვებს“ ან „ჩამირთე ანიმაცია K-POP ვარსკვლავებზე“. სისტემა ზუსტად მიხვდება, რა გსურს და შენს მოთხოვნასთან ყველაზე ახლოს მყოფ ვარიანტებს შემოგთავაზებს. ჩახლართული მენიუები და პულტზე ასოების სათითაოდ აკრეფა უკვე წარსულია.

პასუხები ყურების შეწყვეტის გარეშე

როცა დიდ ეკრანს უყურებ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სანახაობა არ შეწყდეს. განახლებულ ინტერფეისში, რომელსაც Samsung-ი Zero-Depth-ს უწოდებს, საუბრის თემები პირდაპირ მთავარ ეკრანზე ჩანს. შეგიძლია სასურველი თემა აირჩიო და საუბარი რამდენიმე მენიუს გავლის გარეშე დაიწყო.

მეტი, ვიდრე უბრალოდ პასუხი

ტელევიზორის მთავარი ხიბლი ხომ უწყვეტი სანახაობაა, ამიტომ VAC-თან შენი საუბარი მხოლოდ მშრალი ფაქტების მიღებით არ სრულდება. სასურველ კითხვაზე პასუხის მიღებისთანავე, სისტემა თემასთან დაკავშირებულ ვიდეოებს გთავაზობს, რომელთა ჩართვაც მომენტალურად შეგიძლია. ეს აღმოჩენისა და ყურების უწყვეტი, ბუნებრივი ჯაჭვია.

შენი პერსონალური საინფორმაციო დაფა

ზოგჯერ უბრალოდ გინდა იცოდე, რა ხდება მსოფლიოში, მაგრამ სხვადასხვა არხებსა თუ საიტებზე ამბების ძებნის დრო არ გაქვს. განახლებული Today's Topic პირდაპირ შენს ეკრანზე აჯამებს დღის მთავარ სიახლეებს, სპორტის მნიშვნელოვან მომენტებს თუ სხვა საინტერესო ამბებს. ჯერ კითხულობ მოკლე მიმოხილვას და თუ რომელიმე თემა დაგაინტერესებს, ტელევიზორი თემასთან დაკავშირებულ ვიდეოებს შეგირჩევს. ყველაფერი ერთ სივრცეშია, ზედმეტი ძიების გარეშე.

უსაფრთხოება, რომელიც სისწრაფეზე მნიშვნელოვანია

ახალი AI სერვისები თითქმის ყოველდღე ჩნდება. Vision AI Companion-ის შექმნისას Samsung-ისთვის მთავარი მომხმარებლის ნდობა იყო. ამიტომ გუნდი თავიდანვე თანამშრომლობდა Samsung-ის იურიდიულ დეპარტამენტთან და ამოწმებდა, რამდენად შეესაბამებოდა თითოეული ფუნქცია კომპანიის სტანდარტებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა კონფიდენციალურობას, მონაცემების გამოყენებასა და საავტორო უფლებების დაცვას.

Vision AI Companion-ით შეგიძლია ტელევიზორს დაუსვა კითხვა იმაზე, რასაც უყურებ, მიიღო პასუხი და იქვე აღმოაჩინო სხვა ვიდეოები, რომლებმაც შეიძლება დაგაინტერესოს.

✕