ბორჯომში ხუთი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია დასკვნით ფაზაშია

ბინა

საკურორტო ქალაქის იერსახის გალამაზებისა და მოსახლეობისთვის თანამედროვე გარემოს შექმნის მიზნით, თორის ქუჩის N38, N42, N44, N47 და ნიკოლაძის ქუჩის N2-ში მდებარე მრავალბინიანი სახლების განახლება დასრულების ეტაპზეა.

პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა შენობების ფასადები, შეიცვალა სახურავები, აივნები და კარ-ფანჯრები. დამატებით მოეწყო არქიტექტურული და დეკორატიული ელემენტები, რამაც შენობებს სრულიად ახალი სიცოცხლე შესძინა, ხოლო მათი ვიზუალური მხარე და ენერგოეფექტურობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

✕