პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
28 ნოემბერს ქუთაისში +19 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები უნალექო დღეს ვარაუდობენ, ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთში დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღე იქნება ფოთში, სადაც დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +12 გრადუსია, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც გამოიდარებს. დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.
უნალექო დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +12, ღამის განმავლობაში კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +10 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. +13 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი.
გუდაურში დღისით +5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ითოვებს ომალოში. დღისით +7, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ნალექიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც იწვიმებს. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.
პერიოდულად იწვიმებს გურჯაანშიც. დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +10 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. პერიოდულად მოსალოდნელია ნალექი.
რუსთავში +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.
შესაძლოა პერიოდულად იწვიმოს თბილისში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი.