როგორ მოქმედებს სარკაზმის გამოყენება ბავშვებთან ურთიერთობისას - ფსიქოლოგის რჩევები

ოჯახი

ხშირად ადამიანები სარკაზმს იყენებენ სხვების გასაკრიტიკებლად. როგორ მოქმედებს სარკაზმის გამოყენება ბავშვებთან ურთიერთობისას - ამის შესახებ ფსიქოლოგი საუბრობს. 

ბავშვებს დრო სჭირდებათ სარკაზმის ამოსაცნობად. 

„სარკაზმის გამოყენებისას მოლაპარაკეები ამბობენ რაღაც სრულიად განსხვავებულს, ვიდრე იმას, რასაც გულისხმობენ. ბავშვებისთვის ამის გააზრება რთულია“, - თქვა პექსმენმა.

ამიტომ, სარკაზმის გასაგებად, ბავშვებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ადამიანები ყოველთვის არ გულისხმობენ იმას, რასაც ამბობენ და ამას აკეთებენ სასაცილოდ.

კვლევაზე დაყრდნობით, პენი პექსმენმა გააცნობიერა, რომ „საკმაოდ შთამბეჭდავი მიღწევაა, როდესაც ბავშვებს უვითარდებათ [სარკაზმის] გაგების უნარი".

„ვფიქრობ, მშობლებისთვის სასარგებლოა სარკაზმის გამოყენება შვილებთან, რათა უკეთ იყვნენ მომზადებულები, როცა მას რეალურ სამყაროში შეხვდებიან და მიხვდნენ, როდის იყენებენ მას ადამიანები“, - დასძინა გლენრაიტმა.

თუმცა, ექსპერტები აფრთხილებენ მშობლებს, რომ მათ არ უნდა გამოიყენონ სარკაზმი საკუთარი შვილის ან ვინმეს დაცინვისთვის ან დასამცირებლად.

„ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ სარკაზმი ხშირად ჩნდება ოჯახებში და ოჯახური საუბრები არის საცდელი ადგილი ადრეული ბავშვობის ხუმრობებისა და იუმორისთვის. გაითვალისწინეთ ეს და ყველაფერი გააკეთეთ, რომ დაეხმაროთ ბავშვებს გაიგონ თქვენი იუმორი და განავითარონ სარკაზმის საკუთარი გრძნობა", - განმარტა პექსმენმა.