23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1732302840
თბილისში ცოლ-ქმარი მოკლეს. სომხეთის მოქალაქეს ბრალად 2 პირის განზრახ მკვლელობა ედება.
მოკლული ცოლ-ქმარი ფასანაურში უკვე დაკრძალეს. ქალის მშობლები "მთავარ არხთან" ამბობენ, რომ ამ სისასტიკეს მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ ჩაიდენდა და აქვთ ეჭვი, რომ მკვლელობაში ერთზე მეტი პირი იღებდა.
ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ორშაბათს, დღის 4 საათზე, ცოლ-ქმარი წავიდნენ რუსთავში, საიდანაც უნდა წამოეყვანათ მათი კუთვნილი ავტომობილი, მათ თანხა წინასწარ ჰქონდათ გადახდილი. ცოლ-ქმარს ავტომობილი დანიშნულების ადგილზე არ დახვდათ. კონფლიქტი, სავარაუდოდ, სწორედ ამის შემდეგ განვითარდა.
„წინასწარ ჰქონდა შემზადებული ადგილი მოსაკლავად. წაიყვანა მოტყუებით ღამით, გადაიყვანა მანქანიდან, გაჩვენებთ მანქანასო და მიიყვანა. შეიძლება, ვიღაც ჰყავდა კიდევ, ერთი როგორ მოკლავდა ამ ორს ასე წამებით. სადისტურად არის მოკლული. დანები აქვს დარტყმული გულში ორივეს და ვინ იცის რამდენ ადგილზე. ჩემი შვილი დაცვას რომ ცდილობდა, აი მაშინ აქედან აქვს გაყრილი და მეორე მხარეს გამოსული. რისთვის?.. ჭაში ჩაყარა მკვდრები, ზევიდან კიდევ, უზარმაზარი ქვები გამზადებული ჰქონია, დამარხა ამ ქვებში“, - ამბობს მოკლული ქალის დედა.
23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1732302840
საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1732302170