როგორ ჩავიფიქროთ ახალ წელს სურვილი, რომ აუცილებლად აგვისრულდეს

ახალი წელი

ახალი წლის მოსვლას ყველა დიდი მოლოდინით ხვდება, ყველას სურს, მის ცხოვრებაში რამე განსაკუთრებული მოხდეს და ამისთვის სურვილს ჩაიფიქრებენ.

იმისათვის, რომ ახალი წლის ღამეს სურვილები აისრულოთ, ისინი სწორად უნდა ჩაიფიქროთ.

"ახალ წელს დაწერილი წერილი მის ბედნიერად ასრულებას გპირდებათ. წერილი უნდა დაწეროთ 31 დეკემბერს. სურვილი უნდა იყოს ერთი და სანუკვარი. ჩადეთ წერილი კონვერტში და არ გახსნათ თქვენს დაბადების დღემდე. დაბადების დღეს, საღამოს, როცა მარტო იქნებით, აანთეთ ყვითელი ფერის სანთელი და დაწვით წერილი. თქვენი სურვილი უახლოეს მომავალში სრულდება".