როგორ აღინიშნება დედის დღე მსოფლიოში

დედა-შვილი

დედის დღე მთელ მსოფლიოში სხვადასხვა დროს აღინიშნება, უმეტესად, მაისის მეორე კვირა დღეს. თითოეულს თავისი კულტურული, განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. თუმცა, ყველა ერთ მიზანს ემსახურება.

გაერთიანებულ სამეფოში დედის დღის ტრადიცია საეკლესიო დღესასწაულად დაიწყო და შუა საუკუნეებში, 1500-იან წლებში, აღინიშნებოდა როგორც  ,,დედათა კვირა’’. ამ დროს, დიდმარხვის მეოთხე კვირას ადამიანები ეკლესიაში მიდიოდნენ და ამ დღეს ოჯახთან ერთად ატარებდნენ. მას შემდეგ, დღესასწაული ნაკლებად რელიგიური გახდა და აღინიშნება ყვავილებით, საჩუქრებით ან ბრანჩით.

ფრანგული დედის დღე, რომელიც ასევე ცნობილია როგორც Fête des Mères, მოდის ქალთა თანასწორობის ისტორიული დღესასწაულიდან. 1920 წელს საფრანგეთის მთავრობამ გამოაცხადა ეროვნული დღესასწაული დედებისა და ქალთა თანასწორობის აღსანიშნავად. Fête des Mères აღინიშნება მაისის ბოლო კვირას. ტრადიციულად, დღესასწაულები მოიცავს დიდ ტრაპეზს და მცირე საჩუქრებს.

დედები მექსიკურ კულტურაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და Dia de las Madres - ამ ქალების მიერ გაღებულ მსხვერპლსა და უფლებებს ასახავს. ტრადიციულად, ბავშვები 10 მაისს დედის გასაღვიძებლად ადრე დგებიან, მუსიკალურ პერფორმანსს ასრულებენ. ამ სპექტაკლების შემდეგ კი, ხელნაკეთ Dia de las Madres ბარათებსა და საჩუქრებს, უსახსოვრებენ. იმისთვის კი რომ დედას ვახშმის მომზადება არ მოუწიოს, დღესასწაულს მათთან ერთად რესტორანში აღნიშნავენ.

ამ დღის განსაკუთრებული მნიშვნელობით, არც საქართველოა გამონაკლისი. საქართველოში დედის დღე 1991 წლიდან სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება და არასამუშაო დღეა.