პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რიკოთის 149-ე კილომეტრზე კვლევა-ძიებისა და სამშენებლო სამუშაოები გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, გაყვანილია გზები იმისთვის, რომ პრევენციისა და საბოლოო საინჟინრო გადაწყვეტილებების ღონისძიებები განხორციელდეს და არსებობს მოლოდინი, რომ ზაფხულის სეზონის დაწყებამდე რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოიხსნება.
მინისტრის თქმით, სპეციალური რეჟიმის გარეშე მოძრაობის გაშვება დამოკიდებულია შესაბამის პროექტზე და წინასწარ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მზადდება.
„როგორც გზის ჩაკეტვა და გადართვა, ასევე, ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება მეცნიერების, ექსპერტების მიერ დასაბუთებულ, გამოკვლეულ, დაპროექტებულ და შესაბამისად, რეკომენდაციაგაცემულ წინადადებებზე.
ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავაჩქაროთ, როგორც საპროექტო, ასევე უშუალოდ სამუშაოების მიმდინარე ღონისძიებები, რათა მალევე გახდეს შესაძლებელი რიკოთის 149-ე კილომეტრზე რეჟიმის გარეშე გადაადგილება“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.