1769284719
როდის გამოიდარებს საქართველოში - ნახეთ, უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ივლისის დილამდე, საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სეტყვა.
11-12 ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
ხვალიდან, მთელ საქართველოში გამოიდარებს, მათ შორის, ზღვისპირეთში. ტემპერატურაც ნელ-ნელა მოიმატებს. უნალექო ამინდი შენარჩუნდება 16 ივლისამდე.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „საშინელება ხდება, გვიშველეთ!“ - კადრები სტიქიის ზონიდან











