1769284719
მეტეოროლოგების პროგნოზით, ჩრდილოეთ კაროლინას რამდენიმე საათში თავს ზამთრის შტორმი დაატყდება - რიგები თავშესაფრებთან და ასობით ადამიანი, რომელიც უსაფრთხო ადგილის პოვნას ელოდება
რიგები თავშესაფრებთან და ასობით ადამიანი, რომელიც უსაფრთხო ადგილის პოვნას ელოდება - მეტეოროლოგების პროგნოზით, ჩრდილოეთ კაროლინაში რამდენიმე საათში ზამთრის შტორმს ელოდებიან.
საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია 14 შტატსა და კოლუმბიის ოლქში.
საკვების დეფიციტია მაღაზიებში. თაროები და დახლები დაცარიელებულია. სურსათთან ერთად, თითქმის მთლიანად ამოწურულია გენერატორებისა და შეშის მარაგიც.
ჩრდილოეთ კაროლინასთან ერთად, 27 იანვრის ჩათვლით, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული კოლუმბიის ოლქშიც. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სახლებში დარჩენას ურჩევს და ეროვნულ გვარდიას მზადყოფნისკენ მოუწოდებს.
სტიქიამ ბოლოს, 2021 წელს, ტეხასში, 200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და შტატს 195 მილიარდი დოლარის ზიანი მიაყენა. მეტეოროლოგების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ წელს სტიქია, რომელსაც შტატებში უკვე რამდენიმე საათში ელოდებიან, უფრო მასშტაბური იქნება.












