როდის გამოიდარებს საქართველოში - ნახეთ განახლებული პროგნოზი

qolga-amindi

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში იქნება ღრუბლიანი ამინდი, ზოგან ნისლი და დაბალი ტემპერატურა, ძირითადად, კახეთის რეგიონში. დღის საათებში მოსალოდნელია, მცირე წვიმა. ტემპერატურა 11-16 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა.

17 აპრილს არაფერი იცვლება დასავლეთ საქართველოში, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი და გვექნება კვლავ მაღალი ტემპერატურა.

ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ შენარჩუნებული იქნება მოღრუბლული, ნისლიანი ამინდი - კახეთის რეგიონში წვიმა, თბილისშიც დროგამოშვებით წვიმა.

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ქარი არ იქნება. ერთადერთი, გორში შესაძლოა.

18 აპრილიდან ზოგიერთ რაიონში წვიმის მიუხედავად, ტემპერატურა მოიმატებს. კარგი ამინდი გაგრძელდება 19 და  20 აპრილსაც.

21 აპრილიდან ამინდის გაუარესებას ველოდებით.“ - აცხადებენ  გარემოს ეროვნულ სააგენტოში.