როდის გამოიდარებს საქართველოში - ამინდის პროგნოზი 30 მარტის ჩათვლით

ამინდის გაუარესება

28  მარტს  - შაბათს

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან  წვიმა, მაღალმთაში თოვლჭყაპი,  დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +5, +10°,  დღისით +15, +20°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით  +11, +16°; მაღალმთაში ღამით -2, +3°, დღისით +8, +13°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში წვიმა, ღამით მაღალმთაში ზოგან თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +5, +10°, დღისით +15, +20°; მთაში ღამით +2, +7°,  დღისით +12, +17°; მაღალმთაში ღამით -2, +3°, დღისით +6, +11°.

29  მარტს  - კვირას

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღისით მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +5, +10°, დღისით +19, +24°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +16, +21°;  მაღალმთაში ღამით -1, +4°, დღისით +11, +16°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი. ღამით დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ,ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ; დღისით აღმოსავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:  ბარში ღამით  +5, +10°,  დღისით  +15, +20°; მთაში ღამით  0, +5°,  დღისით +11, +16°, ზოგან +20°-მდე;  მაღალმთაში  ღამით  -2, +3°, დღისით +4, +9°, ზოგან +15°-მდე. 

30  მარტს  - ორშაბათს

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალმთიან  რაიონებში  ზოგან თოვლი. დღისით დასავლეთის ქარი 12-17 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +9, +14°; მთაში ღამით +3, +8°, დღისით +5, +10°;  მაღალმთაში ღამით  -1, +4°, დღისით +2, +7°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალმთიან რაიონებში  თოვლი.  დღისით დასავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ,  ზოგან  ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის  ტემპერატურა:  ბარში ღამით  +6, +11°,  დღისით  +11, +16°;  მთაში ღამით  +1, +6°,  დღისით +7, +12°; მაღალმთაში  ღამით -3,  +2°, დღისით  0, +5°, ზოგან +10°-მდე.