„მოსალოდნელია დიდი მიწისძვრა... არსებობს კაშხლის ჩამონგრევის საფრთხე“ - მედიუმის გაფრთხილება
1754942485
ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
„ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ მოულოდნელად, 68 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა ცნობილი ქართველი პედაგოგ-ქორეოგრაფი, ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის საპატიო წევრი, საქართველოს დამსახურებული პედაგოგ-ქორეოგრაფი, მრავალი საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსის ლაურეატი, ქართული ქორეოგრაფიის ამაგდარი, ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენების კავალერი, რამდენიმე რაიონული და საქალაქო ქორეოგრაფიული ანსამბლის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ყოფილი მთავარი ქორეოგრაფი ალექსანდრე მელუა (1957-2025).
ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, შვილს - ასევე ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის საპატიო წევრს, ბათუმის ანსამბლ „თაობის“ ხელმძღვანელს და მთავარ ქორეოგრაფს მიშიკო მელუას, გარდაცვლილის მეგობრებს, კოლეგებს, სრულიად საქართველოს ქორეოგრაფიულ საზოგადოებას“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.