როდემდე შენარჩუნდება მზიანი ამინდები - ნახეთ, უახლოესი დღეების პროგნოზი

ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 მარტამდე საქართველოს ტერიტორიაზე თბილი და მზიანი ამინდებია მოსალოდნელი.

ცალკეულ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +19, +24 გრადუსამდეც მოიმატებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.