ბავშვების კეთილდღეობა, მათთვის კარგი განათლებისა და ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა ჩვენი მთავრობის ყოველდღიური საზრუნავია - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. პირველ რიგში, ყველა ბავშვს მთელ მსოფლიოში ვუსურვებ მშვიდობას, ეს ის აუცილებელი წინაპირობაა, რომლის გარეშეც არ არსებობს განვითარება, - აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მილოცვაში.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბავშვების კეთილდღეობა მთავრობის ყოველდღიური საზრუნავია.

„ბავშვების კეთილდღეობა, მათთვის კარგი განათლებისა და ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა ჩვენი მთავრობის ყოველდღიური საზრუნავია. ჩვენი მიზანია, ყველა ბავშვს მთელს საქართველოში ჰქონდეს თანაბარი განვითარების შესაძლებლობა და უსაფრთხო გარემო.

ყველა ბავშვს ვუსურვებ ჯანმრთელობას, ლაღ და უზრუნველ ბავშვობას“, - წერს მთავრობის მეთაური.