როდემდე გასტანს თბილი დღეები და სად უნდა ველოდოთ თოვლს - მომდევნო 1 კვირის ამინდის პროგნოზი

თოვლჯ

როგორი ამინდი იქნება საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაში. -  ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე „პრაიმტაიმთან" საუბრობს.

,,დასავლეთ საქართველოში, 7 დეკემბრამდე უნალექო ამინდებია მოსალოდნელი. 7-ში საღამოს ველოდებით წვიმას, ხოლო მთაში თოვლს.

8-ში, კვლავ გამოიდარებს და 10 დეკემბრამდე იქნება თბილი ამინდები. 

10 დეკემბრის საღამოდან, კვლავ წვიმას ველოდებით, 12-ის დილამდე, მაღალმთაში მოთოვს.

13-14 დეკემბერს, იქნება წვიმა და მაღალმთაში თოვლი.

ტემპერატურა კოლხეთის დაბლობზე 17-18 გრადუსი იქნება. ძალიან მკვეთრი აციება ჯერ არაა მოსალოდნელი",-ამბობს ,,პრაიმტაიმთან" ხათუნა ქოქოსაძე.