გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი, სვეტლანა ნიორაძე "რუსთავი 2-თან" ამბობს, რომ სკანდინავიის ციკლონთან დაკავშირებული ნალექების ინტენსივობა 18 თებერვალს შესუსტდება.
სინოპტიკოსის თქმით, ქვეყანაში 19 თებერვლიდან კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, რაც, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გასტანს.
„დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია, დაბლობში და ბარში თუ ახლა თოვს, შემდეგ ნალექი უკვე წვიმის სახით არის მოსალოდნელი. მთაში და მაღალ მთაში თოვა გაგრძელდება“ - ამბობს სვეტლანა ნიორაძე.
მისი განმარტებით, მთასა და მაღალ მთაში ძლიერი თოვა მოსალოდნელია დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთში კი ინტენსივობა ნაკლები იქნება, თუმცა ნალექი, თოვლის სახით, ნავარაუდევია როგორც გუდაურში, ასევე, ბაკურიანში.
სვეტლანა ნიორაძის თქმით, თოვლთან ერთად იქნება ქარბუქიც.