რა მნიშვნელობა აქვს ლოგინის თეთრეულის შერჩევისას მის ფერს და კვირის რომელ დღეს უნდა გაირეცხოს ის

თეთრეული

საწოლი – უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი ჩვენი ცხოვრებისა და შესაბამისად, წინასწარმეტყველთა თუ ხალხური გადმოცემების მიხედვით, უამრავი რამის მანიშნებელიც მისი მფლობელის მომავალსა და ცხოვრებისეულ პერიპეტიებზე. ამჯერად განვიხილავთ მინიშნებებს ლოგინის თეთრეულთან დაკავშირებით: რა შეიძლება მოჰყვეს, თუ მისი მოხმარების წესებს არ დაიცავთ; რატომ არ უნდა დაიძინოთ დაჭმუჭნილ ქვეშაგებზე; რა პრობლემებს შეგიქმნით თეთრეულის ხშირი ცვლა ან კვირის რომელი დღეა საუკეთესო მის გასარეცხად, რომ მთელი ნეგატივი მოსცილდეს და აქვე, გაიგებთ, თუ რის სიმბოლოა პირსახოცი, – ამ ყველაფერზე ეზოთერიკოსი საუბრობს.

– თეთრეულს იყენებს ყველა და მისი შეძენისას საკმაოდ დიდხანს არჩევს ფერის, მასალისა თუ გემოვნების მიხედვით. თუმცა მერე, როცა დანიშნულებისამებრ იყენებს, მოხმარების წესების დაცვისთვის თავს აღარ იწუხებს. უბრალოდ, სტანდარტულად იქცევა, მაგალითად: ასწორებს საწოლს, რეცხავს თეთრეულს და ამას რაიმე მნიშვნელობას სულაც არ ანიჭებს. ამ დროს კი, ძალიან ბევრი მინიშნება უკავშირდება სწორედ ლოგინის თეთრეულის მოხმარების წესებს.
– ასეთი რა წესებია და რა შეიძლება, დაგვიშავდეს მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში?

– დავიწყოთ იმით, რომ ლოგინის თეთრეული ხშირად არ უნდა გამოცვალოთ, რადგან ამან შეიძლება უსიამოვნებები და პრობლემები შეგიქმნათ პარტნიორთან ურთიერთობაში. ასევე, კარგს არაფერს მოგიტანთ თეთრეულის გამოცვლა კვირა დღეს – ასეთი ქმედება დაარღვევს ოჯახურ ჰარმონიას და კონფლიქტებს შეგიქმნით საყვარელ ადამიანებთან. გარეცხეთ თეთრეული ორშაბათობით, რადგან კვირის ყველაზე მძიმე დღე ზედ გამოჭრილია ლოგინის თეთრეულის გასარეცხად. სწორედ ამ დროს შეგიძლიათ თქვენს თეთრეულს სრულად მოაცილოთ ყველა ნეგატივი, რაც კი გარეცხვამდე დაუგროვდა. კომპლექტი იქნება ჭეშმარიტად სუფთა, რის შემდეგაც მისი გამოყენება სრულიად უსაფრთხოა პატრონისთვის.

– გაუთოება რომ ყველაზე მოსაბეზრებელი რუტინაა, რაიმეს დავაშავებთ მის გარეშე?..

– მართალია, დიდია ცდუნება იმისა, რომ არ დააუთოო, მაგრამ გირჩევთ, არ დანებდეთ – დაჭმუჭნილ თეთრეულზე დაძინება ნამდვილად არ ღირს, რადგან ბნელ ძალებს დაჭმუჭნილ-დაკუჭული ქსოვილის ნაკეცებში უყვართ ჩაბუდება. ადამიანს კი საწოლთან კონტაქტი ძირითადად ძილის მდგომარეობაში უწევს, რაც მას დაუცველს ხდის. ამ დროს, ხომ წარმოგიდგენიათ, რა სასურველი „ნადავლია“ დაუცველი ადამიანი თეთრეულში ჩაბუდებული ბოროტი „არსებებისთვის“ – ამ ძალების ზემოქმედება კი, საუკეთესოდ ნამდვილად არ აისახება ადამიანის ცხოვრებასა და საქმიანობაზე.

– ზოგი საწოლის გასწორებაშიც ვერ ხედავს აზრს, დასაძინებლად ხომ მაინც ხელახლა უნდა გაშალოო…

– საწოლი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაასწოროთ და არა მხოლოდ ჰიგიენური თვალსაზრისით. მინიშნების მიხედვით, საწოლის გაუსწორებლად დატოვებას ერთ-ერთი პარტნიორისგან ღალატი მოსდევს. ბუნებრივია, ასეთი მოვლენა სასიამოვნო არავისთვისაა. ასევე, სწორად უნდა შეარჩიოთ ლოგინის თეთრეულის ფერიც – რასაც ხშირად მხოლოდ პირადი შეხედულების მიხედვით ირჩევენ. უმეტეს შემთხვევაში ეს მისაღებია, მაგრამ ყოველთვის – არა. მაგალითად, თუ მეუღლეებს ნარინჯისფერ ქვეშაგებში სძინავთ, ეს მათ ეჭვიანობის ნიადაგზე განშორებას უქადის. უმჯობესია, უპირატესობა მშვიდ ტონებს მიანიჭოთ. თუმცა კოპლებიანი კომპლექტი შეიძლება გამოიყენოს ყველამ და ყოველთვის. ის ბედნიერებასა და წარმატებას მოუტანს ყველას, ვინც კი მასზე დაიძინებს. არასდროს დაივიწყოთ ეს მინიშნებები და თუ ყოველთვის დაიცავთ, საკუთარ კეთილდღეობაზე ნუღარ იდარდებთ, წარმატებული მომავალი გარანტირებული გაქვთ. განაგრძეთ კითხვა

ასევე ნახეთ:

როგორ ვუპასუხოთ სწორად კითხვაზე "როგორ ხარ"? - ენერგეტიკა რომ არ დაკარგოთ

როგორ მოქმედებს ადამიანზე მუდმივი კრიტიკა - რა უნდა გააკეთოთ, თუ ვინმე ნეგატიურ ენერგიას გიგზავნით

რომელი დროა იდეალური სასიყვარულო ურთიერთობების წამოსაწყებად