როდემდე გაგრძელდება წვიმა საქართველოში

წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,  21 მარტამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, ხოლო 21-22 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-22 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 17-19 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 20-22 მარტს +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 20 მარტამდე დღის საათებში +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება, 20 მარტიდან კი აგრილდება. 21-22 მარტს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი.

ასევე ნახეთ:

👉 დოლარის ფასი შეიცვალა - რა ღირს უცხოური ვალუტა დღეს

👉 ამ ქუჩებს წყალი შეეზღუდებათ - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

👉 VIDEO: თბილისში დემეტრე თავდადებულზე მიწა ჩავარდა - კადრები ადგილიდან