როდემდე გაგრძელდება შტორმის საშიშროება და როდის გამოიდარებს საქართველოში

ამინდი

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა იკლებს, მაღალმთიან რეგიონებში თოვს, ზღვისპირა ქალაქებში კი 7 ბალიანი შტორმია.

გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 

„პრაიმტაიმს“ სააგენტოში განუცხადეს, რომ შტორმი ხვალ, 28 ნოემბერსაც მოსალოდნელია. 

„დღეს ცუდი ამინდი და ნალექი საღამოს 8 საათამდე შენარჩუნდება, მერე იქნება ქარი. ხვალ უმეტესად ქარიანი ამინდია. იქნება ცივი, მზიანი, უნალექო ამინდი. ზღვისპირა ქალაქებში ღელვა იქნება და შტორმი იკლებს, 3-5 ბალიანი შეიძლება იყოს. ხვალ დასავლეთშიც გაჩერდება წვიმა.

29-დან გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება. 15 გრადუსამდე ავა ტემპერატურა“,- გვითხრეს სააგენტოში. 

ასევე ნახეთ:

VIDEO: „ღმერთო, დაგვიფარე! ეს რა ხდება“ - კადრები ბათუმიდან სადაც ამ წუთებშიც შტორმია

„ტრაგედია დატრიალდა... წახვედი შენს მონატრებულ მამასთან...“ - 23 წლის ბექა რუსიას გლოვობენ

VIDEO: ლიზა ჩიჩუას და ქეთი ასათიანის დაუვიწყარი დუეტი