„რისი გეშინია ლუი?! ჩვეულებრივი ძაღლია, ადამიანი ხომ არ არის, უმიზეზოდ გეცეს" - დღეს ლუი ანდერსონი გარდაიცვალა

lui andersoni

მსოფლიოში ცნობილი კომიკოსი, ლუი ანდერსონი 21 იანვარს, სისხლის კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა. 

 

შოუში განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ლუის მამა, ომის ვეტერანი ენდი ანდერსონი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა სხარტი ფრაზებითა და თავისებური იუმორით.

 

 რისი გეშინია ლუი?! ჩვეულებრივი ძაღლია, ადამიანი ხომ არ არის, უმიზეზოდ გეცეს"

 

"- მამა, შეიძლება ერთი კითხვა დაგისვა?
- პასუხების მეტი რა მაქვს, შვილო, მიდი, დამისვი"

 

 "მე რომ პატარა ვიყავი, შინაური ცხოველები ჯერ გამოგონილი არ იყო"

 

"წვიმების სეზონის დროს ამაზონის ჯუნგლებში ვისვენებდი. ეს რა წვიმაა? უბრალოდ ჟინჟლავს"

 

"ჯარში როცა ვიყავი, დილის 4 საათზე უკვე შუადღის ჩაის ვსვამდით"

 

 "ომში ჭურვების შესანახ კარავში მეძინა. ბალიშის ნაცვლად დინამიტი მედო და ტროტილთან ვძმაკაცობდი"

 

"ლუი, რატომ კოჭლობ? გუნდა მოგხვდა ყურში?"

 

"რა საშინელი სიცივეა გარეთ. სიამოვნებით გავსვამდი დედათქვენის რომელიმე ნათესავს"

 

"ერთი არ მოგწონებია... ბანკში სახლის მეორედ ჩადება მომიწია, ეგ რომ მეყიდა. იცოდე, ერთი თვე არ გაჭმევ"

 

 "- ენდი, ესენი ჩვენი მეზობლები არიან. მათი სახლი დაიტბორა და ჩვენთან დარჩენა შევთავაზე.

- მე რა, ნოეს ვგავარ? თუ კიდობანი მაქვს სახლში?"

 

 "მისის ტილმან, არ გინდათ ლიმონათი? 150 გრადუსი სიცხეა, ძაღლივით ხართ გაოფლილი"

 

 "- ლუი ვინმემ ჩვენს მანქანაში ხუთასი ათასი თუ შემოგთავაზა, უარი არ უთხრა

- კი მაგრამ მამა შენ ხომ გიყვარს ჩვენი მანქანა?

- სიყვარულით მე დედაშენიც მიყვარს, მაგრამ ხუთასი ათასად?!"

 

"ლუი ომში ცამეტჯერ მესროლეს, თან სულ თავში! წყალს რომ ვსვამ, თავი სარწყავი მგონია!"

 

"- მამა, ბებია დაბრუნდა!

- რატომ, კბილები დარჩა?!"