„გარდაცვლილი 16 წლის ბიჭია...“ - გორში მომხდარის დეტალები
1754508850
„რელეს საკითხი რჩება მთავარ კითხვად, პროექტის ავტორს ევალებოდა ზედამხედველობა“, - ამის შესახებ თბილისის მერის, კახა კალაძის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, პროექტის ავტორს ევალებოდა, მონიტორინგი გაეწია პროექტისთვის.
„რელეს საკითხი რჩება მთავარ კითხვად. გამოძიება ჯერჯერობით მიმდინარეობს. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია დავადგინოთ, თუ რატომ არ იმუშავა უსაფრთხოების ნორმებმა, რომელიც იდო პროექტში და შემდგომ იყო განხორციელებული სამუშაოების დროს.
რაც შეეხება პასუხისმგებლობას, დაველოდოთ გამოძიებას. როცა დასრულდება გამოძიება, შემდეგ შეიძლება გავაკეთოთ დასკვნები იმასთან დაკავშირებიოთ რას უნდა ემუშავა. პროექტის ავტორს ევალდებოდა საავტორო ზედამხედველობა და იგი ვალდებული იყო მონიტორინგი გაეწია პროექტისთვის.
„გრინსერვის+“ ევეალებოდა ნებისმიერი ხარვეზის, მათ შორის, ვიზუალური ხარვეზების აღმოფხვრა. არცერთ ეტაპზე, ჩვენს თანამშრომელს არ ჰქონია გონივრული ეჭვი, რომ რაიმეში შეეტანა ეჭვი, ყველაფერი იყო ცალსახად დადებითი. შესაბამისად, ჩნდება კითხვები საექსპერტო დასკვნასთან მიმართებით“, - აცხადებს ანდრია ბასილაია.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა.
ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 13 წლის გოგო კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
18 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან „გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებლები, თანამშრომლები და მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე.