მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
ხშირად კატებს კომპიუტერის კლავიატურაზე წოლა უყვართ.
Daily Paws-მა ჰკითხა სერტიფიცირებულ ცხოველთა ქცევის კონსულტანტს ამ ქცევის მიზეზების შესახებ. მისი თქმით, არსებობს რამდენიმე შესაძლო ახსნა.
მყუდრო ადგილი დასასვენებლად
შოჯაი ამბობს, რომ კატებს ხშირად იზიდავთ ელექტრონიკის სითბო, ამიტომ მათ შეუძლიათ ლეპტოპზე დაწვნენ კომფორტული ძილისთვის,
ყურადღების მიპყრობის სურვილი
მრავალი გამოკვლევის თანახმად, კატებს უყვართ თავიანთი პატრონები, ამიტომ ეს ქცევა შეიძლება მიუთითებდეს სიახლოვისა და სიყვარულის მიღების სურვილზე.
ნადირობის ინსტინქტები
შოჯაის თქმით, კლავიატურის ხმა კატებს ხშირად სხვანაირად ჩაესმიმთ და ერთვებათ მონადირის ინსტინქტები. ზოგიერთმა ცხოველმა შეიძლება ეს თამაშად მიიჩნიოს.
გარდა ამისა, კატებს უყვართ რუტინა, ამიტომ მათ შეუძლიათ თქვენთან მოსვლა ყოველ ჯერზე, როცა სამუშაოდ ხართ ან კომპიუტერით სარგებლობთ.
როგორ მოვიშოროთ კატა კლავიატურას?
ითამაშეთ თქვენს კატასთან, სანამ კომპიუტერთან დაჯდებით.
ასევე, შექმენით თქვენი ცხოველისთვის საინტერესო გარემო, სადაც გადაიტანს ყურადღებას თქვენს სამუშაო საათებში.
მოაწყეთ დასაჯდომი ადგილი თქვენს მაგიდასთან, რომელიც უფრო მიმზიდველია, ვიდრე თქვენი კლავიატურა. მაგალითად, ყუთი ფუმფულა საბანით.