ვილი სანიოლი განცხადებას ავრცელებს
1728035021
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რატომ ემართებათ ყველაზე ხშირად კოვიდინფიცირებულ პაციენტებს შიდა ჰოსპიტალური ინფექციები.
მისივე განმარტებით, ძნელია ამოძირკვა ბაქტერიების, განსაკუთრებით რეანიმაციიდან, სადაც ხდება ინტუბაცია, ინვაზიური ჩარევები. ეს მსუყე ნიადაგია იმისთვის, რომ ბაქტერია გაჩნდეს და გამრავლდეს. ამას სჭირდება ინფრასტრუქტურული ცვლილებები, ახალი ნაგებობები, ახლად გარემონტებული ოთახები, ძალიან კარგი ვენტილაციის და სტერილიზაციის სისტემა.
„ყველაზე მეტი გაუგებრობა და ყველაზე არასაჭირო ინსინუაციები გამოიწვია ეკატერინე ტიკარაძის განცხადებამ. ქალბატონმა მინისტრმა სწორად ბრძანა, კონსტატაცია სწორად მოახდინა. ერთადერთი, რასაც ჩემი კოლეგები ამბობენ და ვიზიარებ, ეს იყო წმინდა პროფესიული საკითხი, რომელიც ექიმებთან უნდა გაჟღერებულიყო და არა მოსახლეობასთან. მოსახლეობამ არ იცის და შესაძლოა მცდარად აღიქვას, ამას კი მოჰყვეს ან გულწრფელი ან გამიზნული ინსინუაციები. შიდა ჰოსპიტალური ინფექციები არის ის სიტუაცია, როცა პაციენტი ნებისმიერი დიაგნოზით შედის კლინიკაში და კლინიკაში, სამწუხაროდ, ცირკულირებს გარკვეული ბაქტერიული ინფექციები, განსაკუთრებით რეანიმაციულ განყოფილებებშ. ეს იშვიათია, მაგრამ შეიძლება ის დაინფიცირდეს.
ძნელია ამოძირკვა ბაქტერიების, განსაკუთრებით რეანიმაციიდან, სადაც ხდება ინტუბაცია, ინვაზიური ჩარევები. ეს მსუყე ნიადაგია იმისთვის, რომ ბაქტერია გაჩნდეს და გამრავლდეს. ამას სჭირდება ინფრასტრუქტურული ცვლილებები, ახალი ნაგებობები, ახლად გარემონტებული ოთახები, ძალიან კარგი ვენტილაციის და სტერილიზაციის სისტემა. ერთჯერადი ინსტრუმენტები და ბევრი რამ.
ეს კომპლექსური ამბავია. საქართველოში ამას ცდილობენ, ნაწილობრივ აკეთებენ, მაგრამ სრულად მიღწევადი არ არის. ეს საკითხი აქტუალურია ინსულტიანებში, ონკოლოგიურ ავადმყოფებში, ინფარქტიანებში, ნებისმიერ ავადმყოფებში, მაგრამ ასევე კოვიდიან ავადმყოფებშიც, თუმცა, კოვიდიანები სხვაზე ხშირად ხვდებიან რეანიმაციებში, სადაც სხვა განყოფილებებზე მეტადაა ეს შიდა ჰოსპიტალური ინფექციები, ამიტომ ალბათობა, რომ ინტუბირებულ კოვიდავადმყოფებს ეს ინფექცია დაემართოთ, მეტია. ამის აღმოფხვრას სამინისტრო ცდილობს და ყველა ახალი მინისტრის ამოცანა ესაა და ამის აღმოფხვრა ერთ წელიწადში ვერ მოხერხდება. კოვიდის პანდემიას ეს ვერ მოუსწრებს, ეს წლების განმავლობაში, ეტაპობრივად უნდა მოხდეს. აბსოლუტურად აღმოფხვრილი ეს პრობლემა მსოფლიოს არცერთ კლინიკაში არაა, ოღონდ ზოგან მეტია, ზოგან ნაკლები. მე ვერ ვიტყოდი, რომ საქართველოში ჩვენი დონის ქვეყნებთან შედარებით სხვაზე მეტია“, - განაცხადა ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში.
შეგახსენებთ, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი, ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში ლეტალობის გამომწვევი მიზეზი არათუ კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება.