თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
1753872711
ქალების უმეტესობა ბიუსტჰალტერს ვატარებთ. დარწმუნებულები ვართ, ერთხელ მაინც გიფიქრიათ იმაზე, თუ როგორ გიმწარებთ ის ცხოვრებას. თუ ქალებს ჰკითხავთ რა სძულთ თავიანთ გარდერობში ყველაზე მეტად, მათი 99%, თუ 100 არა, გიპასუხებთ, რომ ეს ბიუსტჰალტერია.
ვნახოთ 6 მტკიცებულება იმისა, რომ ქალებს რეალურად ბიუსჰალტერით ტარება დიდ პრობლემებს უქმნით და ცხოვრებას ურთულებთ.
1. ის აფერხებს სისხლის ნორმალურად ცირკულაციას - ბიუსტჰალტერი სხეულზე მოჭერილია, აწვება არტერიებსა და ვენებს გულ-მკერდის არეში და უარყოფითად მოქმედებს სისხლის ცირკულაციაზე. თუ მთელი დღის განმავლობაში გაცვიათ ბიუსტჰალტერი, ღამით მაინც გაიხადეთ ის. არავითარ შემთხვევაში არ დაიტოვოთ ძილის დროს. მიეცით სხეულს თავისუფლად სუნთქვის საშუალება.
2. ბიუსტჰალტერის ტარება იწვევს თავის ტკივილს - განსაკუთრებით კი ეს ხდება მაშინ, თუ თქვენი ზომის ბიუსტჰალტერი არ გაცვიათ. როგორც წესი, როცა ქალს დიდი მკერდი აქვს, ის პატარა ზომის ბრას იცვამს და ამით ცდილობს დამალოს მკერდის ზომა, თუმცა რეალურად ამ მეთოდით საკუთარ თავს დიდ ზიანს აყენებს. ზურგსა და მხრებს ამ დროს სიმძიმე აწვება, ამ არეში გრძნობთ ტკივილს, გტკივდებათ თავიც.
3. ბიუსტჰალტერის ტარება ქალს ასუსტებს - აქ არ იგულისხმება წონა. საფრანგეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, ქალი, რომელიც ბიუსტჰალტერს ატარებს არ არის ძლიერი ფიზიკურად. უქვეითდება გამძლეობა და იმუნური სისტემა.
4. ის ხელს უშლის დეტოქსიკაციას - სხეული შებოჭილია როცა ბრას ატარებთ. ის არ არის თავისუფლად. შესაბამისად, უჭირთ შინაგან ორგანოებს ნორმალურად ფუნქციონირება. ამიტომაც ფერხდება ორგანიზმის დეტოქსიკაცია.
5. ბიუსტჰალტერის ტარების გამო, შესაძლოა, სუნთქვის პრობლემებმა იჩინოს თავი - როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის გულ-მკერდის არეში გვიჭერს და დროთა განმავლობაში სუნთქვის პრობლემებს წარმოშობს.
6. ასევე შესაძლოა საჭმლის მომნელებელი ორგანოების ნორმალურად ფუნქციონირებასაც შეუშალოს ხელი - ვინაიდან ორგანიზმი თავისუფლად ვერ სუნთქავს, შებოჭილია, სისხლის ცირკულაციის ჩვეული რეჟიმი დარღვეული და ორგანოები ვერ მუშაობენ შესაბამისად, ყოველივე საჭმლის მომნელებელ სისტემაზეც უარყოფითად მოქმედებს. ბიუსტჰალტერის ტარებამ შეიძლება გამოიწვიოს შებერილობა, ტკივილი მუცლის არეში და დიარეა.
ასევე დაგაინტერესებთ:
გაფრთხილება! ამ ქუჩებზე წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
VIDEO: ხელოვნური ინტელექტით შექმნილი პირველი წამყვანები ქართულ ტელესივრცეში