რატომ არის „ქრონომეტრის“ ბიზნესკლასის საცხოვრებელი საუკეთესო არჩევანი თბილისში?

ქრონომეტრაჟი

ლისის ტბასთან, იქ, სადაც ქალაქის ხმაური ძალიან შორიდან ისმის, საცხოვრებელი გარემოს აღქმაც სხვანაირია. ბევრი მყიდველისთვის გადამწყვეტი სწორედ ეს არის - იყო ცენტრთან მცირე დისტანციით,  ჰქონდეს ყველაფერი სახლიდან 2 წუთში და სუნთქავდეს სუფთა ჰაერს. პროექტი „ქრონომეტრი’’ ზუსტად ამ უპირატესობაზე დგას - აქ ეკოლოგიური ფაქტორი ყოველდღიურობის ბუნებრივი ნაწილია.

გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე ურბანული ცხოვრება ხშირად კომპრომისების ძებნას ჰგავს, ყოველთვის გვიწევს ავირჩიოთ: ან სიმშვიდე ქალაქგარეთ, ან აქტიური რიტმი ქალაქის ცენტრში. „ქრონომეტრის’’ კონცეფცია კი ამ ორ უკიდურესობას შორის არსებულ წონასწორობას პოულობს - ეს არის ბიზნესკლასის საცხოვრებელი მრავალფეროვანი და დინამიკური ცხოვრებისთვის, რათა მეტი დრო საკუთარ თავს, ჯანსაღ ცხოვრებასა და საყვარელ საქმეს დაუთმოთ.

,,ქრონომეტრი’’ - ბიზნესკლასის საცხოვრებელი კომპლექსის უპირატესობები

იმისათვის, რომ ეს ბალანსი მხოლოდ იდეად არ დარჩეს, პროექტის ავტორებმა აქცენტი იმ ტექნიკურ და ფუნქციურ დეტალებზე გააკეთეს, რომლებიც ბიზნესკლასის სტანდარტს განსაზღვრავს. „ქრონომეტრის’’ უპირატესობა პირველ რიგში მშენებლობის ხარისხში ვლინდება - აქ გამოყენებული ენერგოეფექტური მასალები  მობინადრეებს საშუალებას აძლევს, რაციონალურად მართონ კომუნალური ხარჯები და წელიწადის ნებისმიერ დროს სახლში ოპტიმალური ტემპერატურა შეინარჩუნონ.

ამასთან, რაც ყველაზე მთავარია,  კომპლექსის შიდა ინფრასტრუქტურა მობინადრის დროის დაზოგვაზეა ორიენტირებული. შენობის შიგნით არსებული სამუშაო სივრცეები და საერთო სარგებლობის ზონები იმგვარადაა გამიჯნული საცხოვრებელი ფართებისგან, რომ პროფესიული საქმიანობა და დასვენება ერთ წერტილში არასდროს გადაიკვეთოს.

ამავდროულად, ბიზნესკლასის საცხოვრებელი კომპლექსი, უსაფრთხოების გამართული სისტემით, მოწესრიგებული სადარბაზოებითა და სარეკრეაციო ზონებით, მობინადრეებს საშუალებას აძლევს, შენობის დატოვების გარეშე ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რისთვისაც სხვა დროს ქალაქის სხვადასხვა წერტილში გადაადგილება დასჭირდებოდათ.

ლოკაცია, როგორც სტრატეგიული უპირატესობა

შენობის შიდა სივრცეების ასეთი მოწყობა კიდევ უფრო მეტ პრაქტიკულ დატვირთვას იძენს მისი მდებარეობის გათვალისწინებით. ბიზნესკლასის ბინები თბილისში ხშირად ქალაქის აქტიურ ცენტრსა და გარეუბნებს შორის ნაწილდება, „ქრონომეტრის’’ შემთხვევაში კი აქცენტი სტრატეგიულ სიახლოვეზე გაკეთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლისიდან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოხვედრა მხოლოდ რამდენიმე წუთის საკითხია - ეს მობინადრეს ეხმარება, დღის განრიგი პირადი პრიორიტეტების მიხედვით გაწეროს.

ამავდროულად, ლისის ტბის მიმდებარე ბინები დღეს დამოუკიდებელ ურბანულ ერთეულს ქმნის. აქ ყველა საჭირო სერვისი: საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ობიექტები თუ სპორტული მოედნები, ფეხით სავალ მანძილზე მდებარეობს. აქედან გამომდინარე, როდესაც ყოველდღიური საჭიროებებისთვის ქალაქის სხვადასხვა წერტილში გადაადგილება აღარ არის საჭირო, პირადი დროის მართვაც გაცილებით მარტივი ხდება.

,,ქრონომეტრის’’ მშენებარე ბინები - სადაც ყოველი კვადრატული მეტრი ფუნქციურია

სწორედ პირადი დროის დაზოგვისა და ყოველდღიური კომფორტის პრინციპს ეფუძნება ბინების შიდა დაგეგმარების ლოგიკაც. „ქრონომეტრში’’ სივრცეები ისეა განაწილებული, რომ მაცხოვრებელმა საკუთარი საჭიროებების მიხედვით ოპტიმალური ფართის შერჩევა შეძლოს. პროექტში წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის მშენებარე ბინები: 1-საძინებლიანი 49 კვ.მ-დან იწყება, 2-საძინებლიანი - 80,4 კვ.მ-დან, ხოლო 3-საძინებლიანი ბინები 153.5 კვ.მ-დან. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ბიზნესკლასის სეგმენტზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება, აქ კვადრატული მეტრის ფასი საკმაოდ კონკურენტულია, რაც პროექტის საინვესტიციო პოტენციალზეც დადებითად აისახება.

სარემონტო სამუშაოები, რომლებიც მობინადრეს უკვე შესრულებული ხვდება

იმისათვის, რომ მფლობელმა საცხოვრებელი გარემოს მოწყობა ზედმეტი სირთულეების გარეშე დაიწყოს, ბინები მწვანე კარკასის მდგომარეობით ბარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ის შრომატევადი სამუშაო, რომელიც ჩვეულებრივ დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, უკვე შესრულებულია. შენობის პერიმეტრზე დამონტაჟებულია სლაიდური სისტემის ვიტრაჟები, ალუმინის ხარისხიანი კარ-ფანჯარა, შესასვლელში კი მობინადრეს ხვდება რკინის კარი სმარტ საკეტით.

ტექნიკური გამართულობა ყველა დეტალში იგრძნობა: იატაკი უკვე მოჭიმულია, შიდა ტიხრები ბლოკითაა ამოყვანილი და გიპერით გალესილი, აივანი კი - სრულად მოპირკეთებული. ბინაში წინასწარაა გათვალისწინებული ელექტრო წერტილები, ინტერნეტისა და ტელევიზიის ხაზები, ასევე სველ წერტილებამდე მიყვანილი წყლისა და კანალიზაციის დგარები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გათბობის სისტემას - მილები მყიდველთან შეთანხმებული ინდივიდუალური პროექტის შესაბამისადაა გაყვანილი, ხოლო ბუნებრივი აირი საქვაბის ღიობამდეა მიყვანილი.

რატომ ანიჭებენ ადამიანები უპირატესობას „ქრონომეტრის’’ კონცეფციას?

დღეს საუკეთესო საცხოვრებელი თბილისის მასშტაბით სერვისების, მდებარეობისა და სამშენებლო საიმედოობის ერთიანი სისტემით განისაზღვრება. ,,ქრონომეტრი’’ კი ზუსტად ამ მოთხოვნებს პასუხობს. პოტენციური მყიდველები, რომლებსაც სურთ, შეიძინონ ბიზნესკლასის ბინები თბილისში, არჩევანს ხშირად ამ პროექტზე აჩერებენ, რადგან აქ იპოვეს ის ბალანსი, რაც სხვა სტანდარტული მშენებარე ბინების შემთხვევაში საკმაოდ იშვიათია.

გარდა ტექნიკური უპირატესობებისა, პროექტის მიმართ ინტერესს გადახდის მოქნილი პირობებიც ზრდის. მათ, ვისაც ბინის ყიდვა განვადებით სურს, კომპანია ინდივიდუალურ მიდგომას სთავაზობს, რაც მშენებარე ბინების შეძენის პროცესს ფინანსურად გაცილებით მარტივსა და მოსახერხებელს ხდის.

„ქრონომეტრი’’ მათთვისაა, ვინც საცხოვრებელ გარემოსა და საკუთარ პრიორიტეტებს შორის თანხვედრას ეძებს. ეს პროექტი პასუხობს მთავარ გამოწვევას - როგორ შევინარჩუნოთ პერსონალური სივრცე და სიმშვიდე ისე, რომ ქალაქის ყველა საჭირო სერვისი ფეხით სავალ მანძილზე დარჩეს. აქ ყოველი საინჟინრო თუ არქიტექტურული გადაწყვეტილება მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება: მობინადრეს ჰქონდეს სახლი, რომელიც მის ყოველდღიურობას გაამარტივებს. საბოლოოდ კი, სწორედ ეს ხედვა განაპირობებს იმ ნდობასაც, რომლითაც მყიდველები ამ პროექტს ირჩევენ და რის გამოც იგი თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული