რატომ არ უნდა ჩააქროთ ტორტზე სანთლები - ეზოტერიკოსის გაფრთხილება

დაბადების დღე

არასდროს ჩააქრო სანთელი შენი დაბადების დღის ტორტზე - ეს ის შეცდომაა, რომელსაც ადამიანების 99% ყოველ წელს უშვებს, - ამის შესახებ ეზოტერიკოსი ნინიშკა ლისენკო საუბრობს და მნიშვნელოვან რეკომენდაციას გვიზიარებს:

„რომ იცოდეთ, დაბადების დღის ტორტი და სანთელი არის რიტუალი. როცა ვანთებთ სანთელს, ვანთებთ 1 წლის სასიცოცხლო ენერგიას. მშობლები რომ უქრობენ ბავშვებს, ეგ კიდევ კატასტროფაა.

თუ შეხედავთ, ჩემი ბოლო 3 წლის დაბადების დღის ფოტოებს, დაინახავთ, რომ სანთლებს თითებით ვაქრობ, მაგრამ სხვა სანთელიც მაქვს გადანახული, რომელიც სარიტუალოდ მაქვს დაბადების დღეზე... 

ჩვენ როდესაც ვანთებთ ცეცხლის ენერგიას, ვიღებთ ამ ენერგიას და უნდა ვაცადოთ, რომ ბოლომდე ჩაიწვას.

თუ დამიჯერებთ, მთელი წელი ენერგიით სავსე იქნებით, ჯანმრთელად, დიდი პოტენციალით, სიხარულით, სიყვარულით და სურვილი მართლაც აგიხდებათ. ამისთვის მოჭერით ტორტის ერთი ნაჭერი და დააცადეთ, ამაზე სანთელი ჩაიწვას. შეგიძლიათ, როგორც მე ვაკეთებ, თქვენი სტუმრებისთვის სანთელი თითებით ჩააქროთ, არ შეუბეროთ. 

რიტუალების დროსაც, სანთელს სულის შებერვით არ ვაქრობ, ამ დროს, ჩვენს სურვილს ვდევნით“, - ამბობს ეზოტერიკოსი.