1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
კოვიდის ახალი შემთხვევების მზარდი დინამიკა და ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობის ახალ-ახალი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.
ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ პიკი დაახლოებით 2 კვირაში იქნება, რის შემდეგაც ვითარება სტაბილიზაციისკენ უნდა წავიდეს.
თუმცა მანამდე, მედიკოსები ყველას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და რეკომენდაციების დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობენ.
„ომიკრონის" შტამის მიმდინარეობა შედარებით უფრო მსუბუქია ვიდრე დელტა შტამის მიმდინარეობა. ის რომ "ომიკრონის" უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, არ აკნინებს ყველა იმ დამცავი საშუალების გამოყენებას რაც აქამდე იყო რეკომენდებულია ,"- რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი აცხადებს ლევან გოფოძე.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავას თქმით, არის შემთხვევები, როდესაც პაციენტები „ომიკრონითაც" მძიმდებიან.
"რაც შეეხება "ომიკრონის" კლინიკურ მიმდინარეობას, მას ახასიათებს შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა "დელტა" შტამთან, მაგრამ სამწუხაროდ არის შემთხვევები, როდესაც "ომიკრონითაც" მძიმდებიან პაციენტები. განსაკუთრებით ეს ეხებათ რისკჯგუფებს, ადამიანებს, რომლებიც არიან ასაკიანები ან აქვს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ რეკომენდაციები და იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ ვაქცინაცია ჩატარებული, ჩაიტარონ ვაქცინაცია,"- აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.