1732216283
რას წერს თამაზა დაღუპული ძმის შესახებ
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
ლევან ლოხიშვილი „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილის, თამაზ ლოხიშვილის ძმა იყო. მის შესახებ ცნობილმა „ინფლუენსერმა“ პირველად „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
თამაზა გარდაცვლილ ძმებზე წერს, რომ ასეთ სიკვდილს არ იმსახურებდნენ.
იქამდე კი ის ძმაზე ამბობდა, რომ უკრაინაში საბრძოლად წავიდა.
„უკრაინაში როგორც კი დაიწყო ომი, ჩემი ძმაც წავიდა. მამაჩემი, ბიძაჩემიც მებრძოლია, მამა ტანკისტი იყო, ახლა უკვე წამოვიდა ჯარიდან. სულისკვეთება როცა გენეტიკაში გაქვს, გადაწყვეტილება მაშინვე მიიღო და წავიდა. ჩემი დიდი ბებია უკრაინელია, მამაჩემის ბებია. აქედან გამომდინარე, თავი ორმაგად ვალდებულად იგრძნო და ამ არასამართლიან ომში წავიდა.
თავიდან ვერ გავუგე. ერთი შვილი გარდაცვლილია, შენც ომში მიდიხარ... მამაჩემმა გაუგო, ჯარში რომ არის ნამსახურევი... ვლოცულობდით, რომ ღმერთის წყალობით, კარგად ჩამოსულიყო. მამა ეუბნებოდა, თავს გაუფრთხილდი, ხომ იცი, მარტო არ ხარო.
ძმაკაცი მოუკლეს... ეგ რომ გავიგე... თავში დამარტყა, ამასაც რამე არ დაემართოს მეთქი. ძალიან დინჯია, გაწონასწორებული. დიდ წვერს ატარებს, თავი გადაპარსული აქვს, სხვანაირი ტიპია.“ - ამბობდა თამაზა.