პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გიორგი კეკელიძე მცხეთის "ჯეო ჰოსპიტალსშია" გადაყვანილი. ექიმის განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მდგომარეობა საყურადღებოა.
„პაციენტი მოიყვანეს ჩვენს კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანით, მდგომარეობა შემოსვლისას საყურადღებო იყო, ჰქონდა ღებინება, საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა რისკების გათვალისწინებით რჩება ინტენსიურ განყოფილებაში“,- ამბობს ექიმი.
ცნობისთვის, მწერალი გიორგი კეკელიძე საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ცოტა ხნის წინ კეკელიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რასაც საზოგადოებაში მღელვარება მოჰყვა.